სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში განახლდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესათან ერთად, ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
დღეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში განახლდა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს. მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, უკვე დასრულდა სოფელ ერგესა და განთიადში საბავშვო ბაღების მშებლობა და უახლოეს პერიოდში გაიხსნება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, პრიორიტეტი კვლავაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერებაა. წლის განმავლობაში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა.
ღონისძიებას ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად გრძელდება.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი რეგიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საყრდენი კედლებისა და გაბიონების მოწყობის სამუშაოები, რაც გზების მდგრადობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.
მაჭახელას ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოწესრიგების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. სამუშაოები რამდენიმე მიმართულებაზე უკვე დასკვნით ფაზაშია.
სოფელ ჭარნალში სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები დავათვალიერეთ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ფარგლებში, დაფინანსებული სასათბურე მეურნეობები მოინახულეს და ბენეფიციარების საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
2026 წელს მესათბურეობის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი საოჯახო მეურნეობები ეტაპობრივად ვითარდება, ზრდის წარმოებას და ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შრომით შექმნას დამატებითი შემოსავალი და გააძლიეროს ეკონომიკური მდგომარეობა.
პროგრამის მიზანია საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა, ასევე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდა.
2026 წელს მესათბურეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, თანადაფინანსებით ისარგებლებს 25-მდე ბენეფიციარი.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და სამინისტროს წარმომადგენლები.
- კალენდარი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
|---|

























































