ამერიკელი მოხალისე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახში"

ამერიკელი მოხალისე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახში"

    ამერიკელმა მოხალისემ, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელმა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახში" ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. 
მაღალი კლასისის მოსწავლეებს თემაზე ,,პირადი ბიუჯეტის დაგეგმარება“ ამერიკელმა მოხალისემ ბილ მაკელროიმ 2 საათიანი ტრენინგი ჩაატარა. 
   შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ბიუჯეტის სწორად განსაზღვრის, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. დღეს მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაოებიც შეასრულეს. ტრენინგის დასრულების შემდეგ ბილ მაკელროიმ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
   ამერიკელი მოხალისე აჭარაში პროექტებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის „ინტელექტის“ ორგანიზებითა და ინიციატივით ახორციელებს.