ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცებულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცებულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ერთხმად დაამტკიცა.

მომავალი წლის  პირველადი ბიუჯეტი 16 247 910 ლარით განისაზღვრა.როგორც 2016 წელს მომავალი წლის ბიუჯეტშიც მთავარი პრიორიტეტები ინფრასტურქტურის მოწესრიგება, სოციალური დაცვა, განათლებისა და კულტურის საკითხებია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების ჯამი 7,716559 ლარია, აქედან რიგი ღონისძიებებია განსაზღვრული წყალმომარაგების, წყლის მაგისტრალების მოსაწყობად, სოფელ ორთაბათუმსა და სოფელ ხელვაჩაურში საბავშვო ბაღების მშენებლობა-დასარულება.სოციალური სახლის მშნებლობა, ფერდდამცავი კედლების მოწყობა, ამხანაგობის მხარდამჭერი პროგრამა და სხვა ღონისძიებები.

დღესვე საკრებულოს სხდომაზე ჯანმრთელობისა და  და სოციალური დაცვის სამსახურისა და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  მიერ 2017 წელს განსახორციელებელი  მიზნობრივი პროგრამები დამტკიცდა.