მეფრინველეობის განვითარება მაჭახლის ხეობაში

მეფრინველეობის განვითარება მაჭახლის ხეობაში

✔️ აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, სოფელ აჭარისაღმართში მცხოვრები კახა კოპლაძის საკუთრებაში არსებული შინაური ფრინველის ფერმა დაათვალიერეს.
✔️ მუნიციპალიტეტის მერიამ მეწარმის საქმიანობის ხელშეწყობისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განახორციელა. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელვაჩურის განყოფილების ხელშეწყობით, სოფელ აჭარისაღმართის ცენტრალური გზიდან კახა კოპლაძის მფლობელობაში არსებულ შინაური ფრინველის ფერმამდე, დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის გზის გაყვანის სამუშაოები ჩაატარა. 
✔️ ფერმერმა საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და უკვე 2018 წელს 6000 ფრთა ქათმის რეალიზება მოახერხა. აჟამად საწარმოში 1000 ფრთა წიწილაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ახალგაზრდა ფერმერი იმ უპირატესობებზე საუბრობს, რაც მის ფერმაში გაზრდილი ქათმებისთვისაა დამახასიათებელი. ამბობს რომ ფრინველებს მხოლოდ მარცვლეულით კვებავს და ქიმიური დანამატების გამოყენებაზე უარს ამბობს. ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კი ბევრად მოთხოვნადია. მეფრინველეობის ფერმაში ამ დროისათვის 10 ადამიანია დასაქმებული. გაფართოების შემდეგ მუშა–ხელის რაოდენობა გაიზრდება და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა სოფელშივე დასაქმდეს.
✔️ მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ის პროგრამები გააცნო, რომელთაც სამინისტრო 2019 წელს განახორციელებს სოფლის მეურნების განვითარების ხელშეწყობისათვის. ამასთანავე, ჯუმბერ ვარდმანიძემ, მინისტრთან ერთად გამოთქვა მზადყოფნა მოსახლეობას მომავალშიც გაუწიოს დახმარება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში.