ქარის შედეგად 25 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა

   ქარის შედეგად 25 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარას ითვლის. ძლიერმა ქარმა ხელვაჩაურს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 25 საცხოვრებელი სახლის სახურავი არის დაზიანებული. სოფელ თხილნარში მერაბ შაინიძის სახლი კი ჩამოიშალა. შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია.
  23 აპრილს სტიქიის შედეგად სოფელ ახალშენის №1 სკოლას ნაწილობრივ თუნუქის სახურავი დაუზიანა. ასევე რამდენიმე წლიანი ნარგავები განადგურდა.
   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები დაზარალებულ ოჯახებს ოპერატიულად , უმოკლეს ვადებში კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება.