საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა

საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯოდარე თეიმურაზ ხალვაში უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 განცხადებიდან:

დადებითად გადაწყდა - 2, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა - 1, ხარვეზი დაუდგინდა - 1, 
უარყოფითად გადაწყდა - 1.
დროის უკმარისობის გამო, განცხადებების ძირითადი ნაწილი ამჟამად ვერ განიხილეს, თუმცა ისინი მომდევნო სხდომის დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

მორიგი სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.