შშმ პირთა მშობელთა კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთა მშობელთა კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

   ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მშობლები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ბასილაძე და გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე ესწრებოდნენ.

    შეკრებაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები და მათი  საჭიროებები განიხელეს. ასევე ისაუბრეს სკოლამდელი და ზოგადი განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი სერვისების ხელმისწავდომობის საკითხებზე.

    მშობელთა კლუბის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 6 თებერვალს გაიმართება.