ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში "ბრიკეტის"გაცემა დაიწყო

✅ 5 იანვრიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში  თხილის ნაჭუჭის “ბრიკეტების”გაცემა დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 1000-დან 47 610-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 375 ოჯახს გადაეცემა.
თითო ოჯახზე 1500კგ”ბრიკეტია” გათვალისწინებული.
????მიზნობრივი პროგრამა “შეშის ჩანაცვლება თხილის ნაჭუჭის ბრიკეტით” მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.
???? ცნობისთვის, ერთი ტონა ბრიკეტი 4-კბ/მ შეშას ანაცვლებს.